Homeეკონომიკაგაძვირდა თუ არა სურსათი ოფიციალურად

გაძვირდა თუ არა სურსათი ოფიციალურად

ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიაფდა, 2009 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებითი, ასეთია საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მიერ
cms-image-000000590

ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიაფდა, 2009 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებითი, ასეთია საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგები.

Table of Contents

    დაკლებულია ფასები პურსა და პურის ფქვილზე.(4,5 და 12,5%-ით) .

    გარდა ამისა გაიაფდა ყველა სახის ხორცი.

    კლების ტენტენცია აქვს აღებული ლობიოს და კარტოფილის ფასებს. რაც შეეხება კვერცხს, წლიდან წლამდე მისი ღირებულება იცვლება, თუმცა აღნიშნული პერიოდისთვის კვერცხის ფასი 4%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ყველის ფასი. მკვეთრად არის დაკლებული მზესუმზირის ზეთის ფასი.(29,9%-ით)

    ფასების მატება რამდენიმე პროდუქტზე აღინიშნა.

    მათ შორის ყველაზე მასშტაბური შაქრის ფასია, რომელმაც 47%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რძის ფასი კი განაგრძობს ზრდის ტენდენციას.

    სურსათის ფასი საქართველოში დაახლოებით ასეთია:

    პროდუქტიწონაფასი ლარებში
    პური500 გრამი0,60
    კარტოფილი1 კგ.0,70
    ლობიო1 კგ.2,61
    პურის ფქვილი1 კგ1,33
    სიმინდის ფქვილი1 კგ.1,59
    ძროხის ხორცი1 კგ.7,19
    ღორის ხორცი1 კგ.10,70
    ქათმის ხორცი1 კგ.6,60
    მზესუმზირის ზეთი1 ლ.2,69
    ყველი1 კგ.6,23
    რძე1 ლ.1,99
    კვერცხი10 ცალი2,93

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More