Homeსიახლეებისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, აცრა ყველასთვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, აცრა ყველასთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იმუნიზაციის
Untitled-design-2025-10-10T124152.269

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

Table of Contents

    ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More