Homeსიახლეები“იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი” – პაპუაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

“იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი” – პაპუაშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევას. ფიშერს, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმების
Untitled-design-9-3 (1)

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევას.

Table of Contents

    ფიშერს, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმების გამო გაიწვიეს, პაპუაშვილი ისევ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი ქვენებს შორის არა ხიდის, არამედ კედლის როლს ასრულებდა. პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ფიშერის გაწვევის შემდეგ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები გადაიტვირთება.

    “ჩვენ ვფიქორბთ, რომ როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, სამწუხროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვემს ქვენებსა და მთავრობებს შორის. რაც საწუხარო არის.

    ვხედვადით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე. ვხედავდით მისი მხრიდნა მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც  ვთქვი – 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნორობა, სამწუხაროდ, გემანიის ელჩის ხელში, დავიდა ძალიან დაბალ ნიშულზე. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანისთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს, რომ იყოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    ჟურნალისტებმა პაპუაშვილს შეახსენეს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფიშერის გაწვევის საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხრიდან მასზე პერსონალური თავდასხმები.

    “ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენი, აქ მე სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები ცნობილია. მათ შორის, გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ჩვენ ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ასე რომ, ამ დეტალებს, განცხადებებს უკვე დიად არ ჩავუღრმავდებოდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვაქვს იმედი, რომ გადააზრება მოხდეს, რომ ელჩი უნდა ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის როლს.

    ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში. იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    პაპუაშვილმა უარყო, რომ შესაძლოა შემდეგი ნაბიჯი გერმანიის მხრიდან იყოს დიპლომატიური ურთიერთობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More