Last updated: October 20th, 2025 at 08:11 pm
რუსეთის ომს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, კიდევ ერთი აფხაზი ემსხვერპლა.
ბესლან ტარბა, აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს იბრძოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომში დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან მოხალისე მებრძოლიც დაიღუპა.
აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments