Homeსაზოგადოებარუსეთმა ყულევის ქართულ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა – Reuters

რუსეთმა ყულევის ქართულ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა – Reuters

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო
5728-1280×700-1

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო როიტერი LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.

Table of Contents

    როიტერი იხსენებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგაა გაწყვეტილი.

    “თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისმა გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა”, – წერს როიტერი.

    ამავე ინფორმაციით, ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340  ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა

    „რუსნეფტმა“ როიტერის კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.

    “რუსეთი ცდილობს [ნავთობის] ექსპორტის დივერსიფიკაციას, ამავდროულად კი, ებრძვის უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ გამოწვევებს.

    ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის გახსნით საქართველო ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან საწვავის იმპორტზე.

    ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოპერირება ამ თვეში დაიწყო. საწყისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონა ნავთობია, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი.

    არსებული გეგმით ის თანდათან გაზრდის თავის წლიურ სიმძლავრეს 4 მილიონ ტონამდე 2028 წელს. მისი მიზანია საწვავის მიწოდება როგორც ექსპორტისთვის, ასევე შიდა ბაზრისთვის”, – წერს როიტერი.

    ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.

    bm.ge-ის თანახმად,  პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს და საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.

    ქარხნის მშენებლობა კერძო კაპიტალის, სახელმწიფო ფონდის და ქართული ბანკების მიერ ფინანსდება – უფრო კონკრეტულად, საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) მას 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, ბანკებმა, “ქართუმ”, “ხალიკბანკმა” და “ბაზისბანკმა” კი, ჯამში, 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს პროექტის მშენებლობა.

    ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა “საქართველოს განვითარების ფონდმაც” შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ შეადგინა 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების – “ბანკი ქართუს”, “ბაზისბანკისა” და “ხალიკბანკის” დაფინანსებამ, 45 მილიონი დოლარი.

    ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

    სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More