Last updated: October 22nd, 2025 at 12:21 am
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელიც პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდ და თქვა, რომ გზა გადაკეტა, არ დააკავეს.
როგორც მისი ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, პოლიციის განყოფილებაში მისულ რეჟისორს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს.
„რეჟისორი გიორგი თავართქილაძე თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, გზა გადავკეტე და ჩემი თანამებრძოლებივით მეც დამაკავეთო.
ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და დაწერა, ნებაყოფლობით გამოვცხადდები სასამართლოში, თუ დაგჭირდებითო. არ ვაპირებთ ახლა თქვენ დაკავებას, დაგიკავშირდებითო და გამოგვიშვეს.
ასეთი უშიშარი ადამიანები დაანგრევენ სისტემას“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.
20 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებივით კეტავდა გზას, რომლებიც ამავე საბაბით დააკავეს.
„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი იმ სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა…
ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა, და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იგივენაირად, იმიტომ, რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ მე მოვედი ახლა მათთან“, — განაცხად გიორგი თავართქილაძემ „ფორმულას“ ეთერში პოლიციაში შესვლამდე.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments