Homeსიახლეებიუკრაინას სურს შვედეთისგან 150 ავიაგამანადგურებელი იყიდოს რუსეთის ფულით

უკრაინას სურს შვედეთისგან 150 ავიაგამანადგურებელი იყიდოს რუსეთის ფულით

ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინას შეუძლია შვედეთისგან 150-მდე Gripen-ის გამანადგურებელი თვითმფრინავი შეიძინოს, რომლის საფასურიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ამის შესახებ
Multinational fighter jets perform to commemorate the 88th anniversary of the Royal Thai Air Forceepa11946419 A Thai Air Force's Gripen fighter jet performs to commemorate the 88th anniversary of the Royal Thai Air Force, at the Royal Thai Air Force Base in Bangkok, Thailand, 07 March 2025. International squadrons from air forces including China, India, Singapore, Sweden and the USA joined with the Royal Thai Air Force to perform and showcase their capabilities in the sky to commemorate the 88th Anniversary of the Royal Thai Air Force. EPA/NARONG SANGNAK

ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინას შეუძლია შვედეთისგან 150-მდე Gripen-ის გამანადგურებელი თვითმფრინავი შეიძინოს, რომლის საფასურიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

Table of Contents

    უკრაინას უკვე ოპერირებს აშშ-ში წარმოებული F-16 და საფრანგეთში წარმოებული Mirage 2000 გამანადგურებლებით.

    თუმცა, Gripen-ი უკრაინის საბრძოლო პირობებისთვის შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს, რადგან მას შეუძლია სამოქალაქო გზებიდან აფრენაც და დაფრენაც. ანუ მათი გამოყენება აეროდრომების მიღმაც შეიძლება.

    შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, განაცხადა, რომ შესყიდვის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს მოკავშირე ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან.

    „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი გზაა… მაგრამ დღეიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მომავალში უკრაინას Gripen-ის დიდი რაოდენობით გამანადგურებლები მივაწოდოთ“.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მისი სამხედროები მომავალ წელს Gripen-ის გამანადგურებლების მიღებას და გამოყენებას გეგმავენ და დასძინა: „ჩვენი არმიისთვის Gripen-ები პრიორიტეტულია. საქმე ფულსა და მანევრებს ეხება“.

    საჰაერო ომის ინგლისელმა ექსპერტმა, ჯასტინ ბრონკმა, განაცხადა, რომ Gripen E „ჰიპოთეტურად წარმოადგენს მნიშვნელოვნად უფრო ქმედით საშუალო წონის გამანადგურებელს, ვიდრე უკრაინის არსებული ფლოტი, მისი რადარის, შიდა ელექტრონული საბრძოლო სისტემების და ჰაერი-ჰაერი ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტრანსპორტირებისა და გაშვების შესაძლებლობის გამო.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More