ევროკავშირმა დღეს, 23 ოქტომბერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. სანქციები მოიცავს, რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესებას ენერგეტიკულ და ფინანსურ ნაწილებში.
დანიამ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, განაცხადა, რომ მან მიიღო შეტყობინება „ბოლო ქვეყნისგან [რომლებიც სანქციების დამტკიცებას აფერხებდნენ], რომ ის მზად იყო მოეხსნა თავისი დათქმები მე-19 პაკეტთან დაკავშირებით“, რის შემდეგაც დაიწყო სანქციების დამტკიცების პროცესი.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ საბჭომ დაამტკიცა სანქციების მე-19 პაკეტი“,- განაცხადა ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობამ 23 ოქტომბერს.
რუსეთის წინააღმდეგ დადგენილი სანქციების ენერგეტიკული ნაწილი ითვალისწინებს:
დადგენილი სანქციების ფინანსური ნაწილი ითვალისწინებს:
არსებული სანქციების გვერდის ავლისთის დაისაჯა 45 კომპანია, მათ შორის, სამი ინდოეთში, ორი ტაილანდში და 12 ჩინეთსა და ჰონგ-კონგში. მათი უმეტესობა უპილოტო ტექნოლოგიებს უკავშირდება.
მიკროჩიპებსა და თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში გამოსაყენებელ ტექნოლოგიებზე წვდომის გასართულებლად რუსეთისთვის წესდება დამატებითი სანქციები. სანქციების სიებს დაემატება თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზასთან და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული მეტი ფიზიკური პირი და კომპანია.
ფართოვდება სამრეწველო საქონლის, როგორიცაა მარილი, რეზინი, სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის აკრძალვა.
მესამე ქვეყნების პორტების სანქციების სიებში დამატების კრიტერიუმები ფართოვდება და მოიცავს იმ პორტებსაც, რომლებიც გამოიყენება რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების ტრანსპორტირებისთვის ან ნავთობის სანქციების გვერდის ავლისთვის.
ინერგება რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვის ახალი მექანიზმი, სამთვიანი გარდამავალი პერიოდით.
უკრაინელი ბავშვების გატაცებაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის გამო, სანქციების სიებში შეტანისთვის, დგინდება ახალი კრიტერიუმები.
ფართოვდება ხელოვნური ინტელექტის, რთული კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კომერციული კოსმოსური მომსახურების სფეროში მომსახურების მიწოდების აკრძალვა. ასევე მედიის ცნობით, წინასწარ თანხმობას საჭიროებს რუსეთში ნებისმიერი მომსახურება, რომელიც ჯერ არ არის აკრძალული სანქციებით. დამატებით, ევროპელ ოპერატორებს აეკრძალებათ რუსეთში ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 19 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა სანქციების საბოლოოდ მიღებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდებოდა, რასაც უნგრეთი და სლოვაკეთი აფერხებდა, რომლებიც საბოლოოდ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას დათანხმდნენ.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments