Homeსიახლეები„იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ბრალდებით აქტივისტი პროკურატურაში დაიბარეს

„იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ბრალდებით აქტივისტი პროკურატურაში დაიბარეს

აქტივისტი თამუნა კირთავა პროკურატურაში დაიბარეს. როგორც თამუნა კირთავამ ნეტგაზეთს უთხრა, მას პროკურატურა 4 ოქტომბერს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში
papuashvili-1

აქტივისტი თამუნა კირთავა პროკურატურაში დაიბარეს.

Table of Contents

    როგორც თამუნა კირთავამ ნეტგაზეთს უთხრა, მას პროკურატურა 4 ოქტომბერს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.

    თამუნა კირთავას თქმით, ის პროკურატურაში დღეს, 23 ოქტომბერსაა დაბარებული, რათა ბრალი გააცნონ.

    როგორც ცნობილია, პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

    5 ოქტომბერს უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს“.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More