Homeსაზოგადოებარუსთაველზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსთაველზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სულ მცირე 25 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე, უწყვეტი პროტესტის 329-ე დღეს. დაკავებულთა შორის არიან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, „ერთობის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ შურღაია,
Untitled-design-32

სულ მცირე 25 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე, უწყვეტი პროტესტის 329-ე დღეს. დაკავებულთა შორის არიან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, „ერთობის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ შურღაია, ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, აქტივისტები ილია ღლონტი, ისაკო დევიძე და სხვები.

Table of Contents

    თავდაპირველად რამდენიმე მომიტინგემ გზა გადაკეტა. ერთ-ერთი ქალი, თამარ ქუთათელაძე კი პროტესტის ნიშნად საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა. ის სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

    პარალელურად, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია.

    მალევე რუსთაველზე დიდი ოდენობით პოლიცია გამოჩნდა და მომიტინგეების დაკავებები დაიწყო. მათ შორის დააკავეს ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე იდგნენ და გზის სავალ ნაწილს არ კეტავდნენ.

    აქტივისტების ცნობით, დაკავებულები არიან:

    1. ლორენა ბერია
    2. ვაჟა გაფრინდაშვილი
    3. თამუნა გიორგაძე
    4. გიორგი ელიაშვილი
    5. შაკო ბაღდოშვილი
    6. თამარ ლორთქიფანიძე
    7. იოსებ ხეოშვილი
    8. ნიკოლოზ შურღაია
    9. ლუკა გოგია
    10. ნეკა ნათელაშვილი
    11. თეკო ტაბატაძე
    12. დავით ასანიძე
    13. მარია ტალიაშვილი
    14. ბექა მელუა
    15. გუჯა მეკოკიშვილი
    16. თორნიკე კაკალაძე
    17. ამირან შარაშიძე
    18. ლუკა აკობია
    19. ლადო ჯახუა
    20. ისაკო დევიძე
    21. ირაკლი კალანდაძე
    22. ნუკრი კაკულია
    23. გია ჯვარშეიშვილი
    24. ლიკა ბასილაია-შავგულიძე
    25. ილია ღლონტი

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ერთი კი -სისხლის სამართლის კოდექსით.

    „დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.

    რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას – ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More