Last updated: March 11th, 2025 at 06:12 pm
მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის წევრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ქართულმა კულტურამ კიდევ ერთი უდიდესი დანაკლისი განიცადა – გარდაიცვალა გამოჩენილი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მევიოლინე, ქართული მუსიკის თავგადადებული მოამაგე და პოპულარიზატორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი – ლიანა ისაკაძე.
ვუსამძიმრებთ და გულწრფელად თანავუგრძნობთ ლიანა ისაკაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ქართულ საზოგადოებრიობას”, – წერს ქუთაისის ოპერის თეატრი სოციალურ ქსელში.
მუსიკალური განათლება ლიანა ისაკაძემ თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო. 1956 წელს რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის, ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი. 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.
1965 წლიდან გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. 1970-1992 წლებში მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი იყო. 1981–1995 წლებში- საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.
1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments