2025 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 78,2 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოიტანა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1,5-ჯერ აღემატება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან იმპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 78 266 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, როცა 2024 წლის იანვარში საქართველომ 37 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (51 254 ტონა) ნავთობი შეიძინა.
ასევე, გაზრდილია ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების, ხორბლისა და მესლინის ექსპორტი, ასევე. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში შედის მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება.
წყარო: საქსტატი
მთლიანობაში, იანვარში საქართველომ 143,4 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა (ზრდა 34,8%), რომლის ღირებულებაც 106,9 მილიონ დოლარზე მეტია. რუსეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილზეა რუმინეთი (23,7 ათასი ტონა) და ბულგარეთი (22,8 ათასი ტონა).
რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში ექსპორტს, უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტი 2024 წლის იანვართან შედარებით განახევრებულია. ამავდროულად, გაორმაგებულია მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
წყარო: საქსტატი
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments