Homeეკონომიკანიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია არ დასწრებია. წყლის შესხმის შემდეგ, მოსამართლე
melia_0.png

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია არ დასწრებია. წყლის შესხმის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ის პროცესიდან გააძევა

Table of Contents

    მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურამ აღკვეთის შეცვლა და დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    ნიკა მელია დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ გასულ ღამეს პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა, საქალაქო სასამართლოში დღეს ის მაინც მიიყვანეს. 

    ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა 12 ივნისს დაიწყება. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More