Last updated: October 23rd, 2025 at 09:48 am
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, როსნეფტსა და ლუკოილს, ასევე მათ შვილობილებს, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგოსექტორზე და შეზღუდვას კრემლის შესაძლებლობას დააფინანსოს საკუთარი ომის მანქანა.
“პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, ამიტომ სახაზინო დეპარტამენტი ასანქცირებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები რათა დავეხმაროთ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. მოვუწოდებთ, მოკავშირეებს შემოგვიერთდნენ და გაიზიარონ ეს სანქციები”, – განაცხადა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა.
როსნეფტიც და ლუკოილიც არიან უდიდეს ენერგეტიკული კომპანიები, რომლებიც ნავთობის, ბუნებრივი აირის და ნავთობპროდუქტების ძიებით, მოპოვებით, გადამუშავებით, ტრანსპორტირებით და რეალიზაციით არიან დაკავებულები. „ლუკოილი“ მსგავს ოპერაციებს ახორციელებს როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, შეზღუდვები ეკისრება „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას. ყველა სუბიექტი, რომელშიც ეს კორპორაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობენ კაპიტალის 50%-ზე მეტს, ავტომატურად ექვემდებარება ამერიკულ სანქციებს, მაშინაც კი, თუ ისინი ცალკე არ არიან ჩამოთვლილი სანქციების რეესტრში.
საქართველოში მოქმედი ლუკოილის წილი ასი პროცენტი მფლობელია ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL INTERNATIONAL. ლუკოილ-საქართველოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ პროდუქცია ქალაქ ბურგასის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოდის, ძრავის ზეთები კი — ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან.
ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურები ამ დროისთვის საქართველოში ჩვეულებრივად მუშაობენ. კომპანიის ცხელ ხაზზე მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ არსებული ინფორმაციით, მუშაობის შეჩერება არ იგეგმება. ნეტგაზეთი ცდილობს კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებას.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments