Last updated: October 15th, 2025 at 03:39 pm
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, ტრამპის მოკავშირე სენატორი ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, ასევე სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი გმობენ “ქართული ოცნების” განზრახვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და გადაწყვეტილებას პოლიტიკური ლიდერების ციხეში გამომწყვდევის შესახებ.
„ჩვენ სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებული საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საგანგაშო ქმედებებით.
პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ არის აღმაშფოთებელი, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ არის დაინტერესებული ნორმალური პოლიტიკური დიალოგის გზის გაკვლევით. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, განსაკუთრებით კი მათი დაშინება, ვინც მუშაობდა შეერთებული შტატების მთავრობასთან და მისცა ჩვენება ჩვენი კომიტეტის წინაშე, არის მცდელობა, ჩაახშონ განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც აქვს ხელისუფალთათვის სიმართლის თქმის ამაყი ისტორია.
ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.
მოდით, ნათლად ვთქვათ: სწორედ „ქართული ოცნება“ (და არა აშშ) უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დაიბაროს საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელი მოვლენების განსახილველად და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, სანამ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილებას განახორციელებს. ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომელსაც უბრალოდ სურს მოიპოვოს თვითგამორკვევის უფლება”, – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments