Homeსაზოგადოებამზია ამაღლობელი სახაროვის პრიზის გამარჯვებულია

მზია ამაღლობელი სახაროვის პრიზის გამარჯვებულია

2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები —  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი
Untitled-design-11

2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები —  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.

Table of Contents

    სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.

    სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის იყვნენ:

    • „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” — ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
    • ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
    • სერბი სტუდენტები.

    გამარჯვებული აირჩია პრეზიდენტთა კონფერენციამ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.

    „პრეზიდენტების კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ 2025 წლის სახაროვის აზრის თავისუფლების პრიზი გადაეცა ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან. ორივე არიან ჟურნალისტები, რომლებიც ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე — მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და გამოდიოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. მათმა გამბედაობამ ისინი აქცია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოებად.
    ეს პარლამენტი დგას მათთან და ყველასთან ერთად, ვინც ითხოვს მათ გათავისუფლებას“, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

    სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი, მაჰსა ამინი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული არიან ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More