მოძრაობამ, რომელიც უწყვეტი პროევროპული აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა – ყოველდღიური მარშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე – წარადგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას “სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე”.
გარდა ამისა, მოძრაობამ შეაჯამა განვლილი თვეები და ის აქტივობები, რომლებიც უწყვეტი პროტესტის განმავლობაში განახორციელეს.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ საზმაუს მარშის განცხადებას:
“ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ, განვლილის შეფასებას და მეორე მხრივ – სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს – შეფასება და განახლება – გვინდა შემოგთავაზოთ.
ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზმაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად:
გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლობიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა.
სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ. ამისათვის ვგეგმავთ:
გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ: ვერავინ შეძლებს, ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე.
თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის – ბოლომდე! მადლობა!”, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრების ერთობლივ განცხადებაში.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments