HomeსაზოგადოებაEU საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას განიხილავს

EU საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას არ გამორიცხავს. „კანონის
Untitled-design-26

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას არ გამორიცხავს.

Table of Contents

    „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ უარესდება. ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამის ადგილი დიპლომატიაში არ არის. მიმდინარე წლის ბოლოს კომისია წარადგენს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს. ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლა მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“, — განაცხადა კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    მისი თქმით, კომისიამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების სხვადასხვა რეჟიმი წარადგინა, თუმცა ვერ შეძლო შეთანხმება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო არ უჭერს მხარს.

    კალასს ჰკითხეს, დემოკრატიის უკუსვლის ფონზე კვლავ განიხილება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად.

    „წევრმა სახელმწიფოებმა გამოთქვეს შეშფოთება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება, სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის ვიწროვდება. ის ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეების წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება ყველა წესს ან პრინციპს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ამ ზომებით შეუძლებელია, რადგან საქართველო სრულიად სხვა მიმართულებით მიდის იმისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, — განაცხადა კალასმა.

    საქართველოს საკითხი განიხილეს დღეს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე.

    ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, საქართველოს გამოკლებით. კალასის თქმით, შეხვედრაზე საქართველო მინისტრის დონეზე მიწვეული არ ყოფილა.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More