Homeსიახლეებიევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების შეზღუდვით

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების შეზღუდვით

ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კაისა ოლონგრენმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების  შეზღუდვების გამო. შესაბამისი განცხადება მან იმ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან
89473865_1106329109713732_6061587645216063488_n-e1759937609302

ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კაისა ოლონგრენმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების  შეზღუდვების გამო. შესაბამისი განცხადება მან იმ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან გააკეთა, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა და ემუშავათ ემიგრაციაში. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

Table of Contents

    7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდს, ოლონგრენი შეეხო აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციასაც. მისი თქმით, სწორედ ამ შეხვედრისას გამოთქვა შეშფოთება იმ პრობლემების გამო, რომლებიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს აქვთ ემიგრაციაში ყოფნისას.

    ჟურნალისტებმა ოლონგრენს განუცხადეს, რომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა, რადგან ბოლო თვეებში აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მათ აღნიშნეს, რომ ჟურნალისტების დაკავებები და დაპატიმრებები უმეტესად ყალბი ბრალდებებით ხდებოდა – ძირითადად კონტრაბანდის მოტივით. გარდა ამისა, მათ აღწერეს მძიმე პირობები პატიმრობაში – ჰიგიენური საშუალებების, საკვების და სამედიცინო დახმარების მწვავე დეფიციტი.

    კაისა ოლონგრენის განცხადებით, პრესის დამოუკიდებლობის დარღვევა და ჟურნალისტების დევნა აზერბაიჯანში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების საფუძველი, ხოლო პატიოსანი პოლიტიკოსები არ უნდა ერიდებოდნენ პრესის მიერ გახმიანებულ რეალობაზე ღიად საუბარს.

    სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უფრო უსაფრთხო და თავისუფალი გარემო.

    შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენლის ოფისი გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე და გააგრძელებს ჟურნალისტთა დაცვის მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More