ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.
“2025 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში „კომისარი“) ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae), რომელშიც რუსული კანონის1 (2024) საქმეს Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24, აფასებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების კონტექსტში იმ შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე, რამაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სივრცე შეავიწროვა”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაციის თანახმად, კომისრის მიერ წარდგენილი პოზიცია ემთხვევა მომჩივნების მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, რომ:
“მასტიგმატიზირებელ იარლიყთან დაკავშირებით – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – კომისარი უთითებს, რომ ტერმინი არის რუსეთში გამოყენებული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის მსგავსი, რაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებითვე არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. დამატებით, კომისარი უთითებს, რომ კანონის ფარგლებში დადგენილი იარლიყი და ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State”-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში.
კომისარი წერილობით პოზიციაში განმარტავს, რომ რუსული კანონის მიღება წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების ფართო შეზღუდვების კომპონენტს, რომელიც დღემდე გრძელდება. კერძოდ, კომისარი უთითებს კანონის მიღების შემდგომ, ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე მიღებულ სხვა კანონებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს.
კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის რიტორიკას, რომლებიც ადანაშაულებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მოწყობასა და ძალადობრივი დემონსტრაციების დაგეგმვაში.
დამატებით, წერილობით პოზიციაში აღნიშნულია სამოქალაქო ორგანიზაციების დაყადაღებისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, „გრანტების შესახებ“ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის, მათ შორის, სენსიტიური სახის მონაცემების, გამოთხოვის ფაქტები. კომისარი განმარტავს, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას და მათ დისკრედიტაციას”, – აცხადებენ საიაში.
შეჯამების სახით, საიას მიხედვით, კომისარი ევროპულ სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ:
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments