Last updated: October 22nd, 2025 at 12:17 am
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის განცხადებით, აპირებს, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისი დასანქცირება გაასაჩივროს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიტვასთან, ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი როცა მოვიკითხე, მე მიზეზი ვერ გავიგე. მე ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. იურისტთან გავისაუბრებ და ამის მიხედვით [მოვიქცევი], ალბათ, ჯერ თვითონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება… სტრასბურგი ალბათ შემდეგი ინსტანციაა[…]
ეს არის რეაგირება, მე უბრალოდ მაქვს სურვილი, რომ ყველაფერს მოჰყვეს ის… შეიძლება, მე ავდგე და საერთოდ ჰაერზე გამოვაცხადო ვიღაც ნონგრატად ისე, რომ ამის ახსნა-განმარტება არ გავაკეთო და ამის უფლება აქვთ. მე რომ ფინანსური სანქცირება მომდგომოდა და ფინანსური ზარალი, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება იქნებოდა და მეტი არგუმენტი შეიძლება მქონოდა… ჩემი მხრიდან იქნება რეაგირება იმ უსამართლობაზე, რაც არის“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments