Last updated: November 22nd, 2024 at 12:37 pm
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ცნობილი ექიმი გიორგი ცახუნაშვილი პატიმრობიდან 11 ოქტომბრის ღამეს გაათავისუფლეს, მან იზოლატორი საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ აღკვეთ ღონისძიებად 20 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ 10 ოქტომბერს დააკმაყოფილა.
მოქალაქეებმა გირაოს თანხა ერთ საათში შეაგროვეს, ექიმი კი პატიმრობიდან შუაღამისას გაათავისუფლეს.
„აქამდე არ ვყოფილვარ საშიში საზოგადოებისთვის და ახლა როგორ უნდა გავხდე? სიცოცხლისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. მე არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი [4 ოქტომბერს აქციაზე]. რას ვაკეთებდი? ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ჩავატარე პირველადი სამედიცინო დახმარებები. დღესაც რომ იყოს იგივე მდგომარეობა, იმავეს ჩავატარებდი. ვემხრობი თუ არა ევროპულ სტანდარტებს? ვემხრობი და აქციაზე ვიყავი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, — განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა სხდომათა დარბაზში.
ჩახუნაშვილი პოლიციამ 9 ოქტომბრის საღამოს დააკავა 4 ოქტომბრის საქმეზე. მის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოყვა – არაერთმა ექიმმა დაუჭირა მას მხარი საჯაროდ.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments