Homeსიახლეებისაქართველო არ იყო EU-ს მინისტერიალზე, სადაც ცენტრალური აზიის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ

საქართველო არ იყო EU-ს მინისტერიალზე, სადაც ცენტრალური აზიის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ

დღეს, 20 ოქტომბერს, დაკავშირებადების საკითხებზე ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალში საქართველო არ მონაწილეობდა. მინისტერიალში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური აზიის, შავი
Untitled-design-14-3

დღეს, 20 ოქტომბერს, დაკავშირებადების საკითხებზე ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალში საქართველო არ მონაწილეობდა.

Table of Contents

    მინისტერიალში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ შორის იყვნენ: სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

    „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა მინისტერიალში მონაწილეთა სია, სადაც ჩანს, რომ შეხვედრას საქართველოდან არავინ დასწრებია.

    One country missing representatives completely from today’s meeting in Luxemburg between 🇪🇺 ministers and ministers from the eastern neighbourhood and Central Asia. 🇬🇪 pic.twitter.com/RgFIHDdlx5

    — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) October 20, 2025

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაკავშირებადების საკითხებზე საქართველო მინისტრის დონეზე არ იყო მიწვეული, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ საქართველო ლუქსემბურგში მინისტერიალზე მხოლოდ ელჩის დონეზე იყო მიწვეული და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს არ ეპატიჟებოდნენ.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, „საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადების საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“.

    დღეს, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაც დაადასტურა, რომ ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალზე საქართველო მინისტრის დონეზე მიწვეული არ ყოფილა.

    იმის გამო, რომ მინისტრი არ მიიწვიეს, თბილისმა მინისტერიალზე ელჩიც არ გაგზავნა.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More