Homeსიახლეებისომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში (იანვარი–აგვისტო) შეადგინა 4 მილიარდ 500 მილიონ 525,6 ათასი აშშ
larsi_satvirtoebi3

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში (იანვარი–აგვისტო) შეადგინა 4 მილიარდ 500 მილიონ 525,6 ათასი აშშ დოლარი, რაც 51,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (9 მილიარდ 236 მილიონ 80,1 ათასი დოლარი). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არმენპრესი სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.

Table of Contents

    სტატისტიკის შესაბამისად, შემცირდა როგორც სომხეთიდან რუსეთში, ასევე რუსეთიდან სომხეთში იმპორტი.

    როგორც სომხური მედია წერს, დუშანბეში გამართულ დსთ-ის ქვეყნების მეთაურების საბჭოს სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებიც განიხილეს.

    არმენპ0რესის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნული ოფიციალური მონაცემები სხდომაზე გაახმიანა, თუმცა პუტინი ამ მონაცემებს არ დაეთანხმა და თქვა, რომ გასულ წელს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ხოლო წელს – კიდევ უფრო გაიზარდა.

    ამის შემდეგ სომხეთის პარლამენტის ეკონომიკური საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაბკენ ტუნიანმა, სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილი ციფრები, „მიუხედავად მცირე უზუსტობისა, რეალობას ასახავს“, რადგან შედარება უნდა მოხდეს წინა წლის იმავე პერიოდთან.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More