Last updated: October 23rd, 2025 at 09:41 am
ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინას შეუძლია შვედეთისგან 150-მდე Gripen-ის გამანადგურებელი თვითმფრინავი შეიძინოს, რომლის საფასურიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.
უკრაინას უკვე ოპერირებს აშშ-ში წარმოებული F-16 და საფრანგეთში წარმოებული Mirage 2000 გამანადგურებლებით.
თუმცა, Gripen-ი უკრაინის საბრძოლო პირობებისთვის შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს, რადგან მას შეუძლია სამოქალაქო გზებიდან აფრენაც და დაფრენაც. ანუ მათი გამოყენება აეროდრომების მიღმაც შეიძლება.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, განაცხადა, რომ შესყიდვის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს მოკავშირე ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი გზაა… მაგრამ დღეიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მომავალში უკრაინას Gripen-ის დიდი რაოდენობით გამანადგურებლები მივაწოდოთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მისი სამხედროები მომავალ წელს Gripen-ის გამანადგურებლების მიღებას და გამოყენებას გეგმავენ და დასძინა: „ჩვენი არმიისთვის Gripen-ები პრიორიტეტულია. საქმე ფულსა და მანევრებს ეხება“.
საჰაერო ომის ინგლისელმა ექსპერტმა, ჯასტინ ბრონკმა, განაცხადა, რომ Gripen E „ჰიპოთეტურად წარმოადგენს მნიშვნელოვნად უფრო ქმედით საშუალო წონის გამანადგურებელს, ვიდრე უკრაინის არსებული ფლოტი, მისი რადარის, შიდა ელექტრონული საბრძოლო სისტემების და ჰაერი-ჰაერი ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტრანსპორტირებისა და გაშვების შესაძლებლობის გამო.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
No Comments