Homeსიახლეები200-მდე თანამდებობის პირმა, ჯამში, 12 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო — კვლევა

200-მდე თანამდებობის პირმა, ჯამში, 12 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო — კვლევა

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გასულ წელს 198-მა თანამდებობის პირმა, ჯამში, 12 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღო. საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი)
Untitled-design-3-3

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გასულ წელს 198-მა თანამდებობის პირმა, ჯამში, 12 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღო.

Table of Contents

    საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მათ მშობლებისგან მიიღეს, 1.8 მლნ ლარი — შვილებისგან, 1 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, ხოლო 621 ათასი — ნათესავებმა.

    აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირა.

    იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” შეისწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.

    ორგანიზაციის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირებიდან 100 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს:

    • უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ — 150,000 დოლარი მშობლისგან;
    • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ — 44,500 დოლარი შვილისგან;
    • პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ — 61,500 დოლარი მშობლისგან;
    • პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ — 43,000 დოლარი შვილისგან.

    10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

    1. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა გიორგი კუჭუხიძემ  528 142 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან;
    2. ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი) გიორგი ღიბრაძის მეუღლე თამარ ბიწაძემ 170 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად დედისგან;
    3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამუკა ვასაძემ 150 000 დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, მამუკა ვასაძემ 406 500 ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო;
    4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელიას მეუღლემ, ლანა თევზაძემ 150 000 დოლარი მიიღო საჩუქრად ირაკლი შენგელიასგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ბინის გასხვისებით მიღებული თანხა აჩუქა მეუღლეს. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 406 500 ლარია;
    5. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა 130 000 დოლარი მიიღო საჩუქრად მშობლისგან. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 352 300 ლარია;
    6. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2025 წლის ივნისამდე) იოსებ ჭელიძემ 123 000 დოლარის ჯამური ღირებულების სამი უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 333 300 ლარია;
    7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილე ლევან წიტაიშვილმა 78 500 დოლარის ჯამური ღირებულების ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 317 000 ლარია;
    8. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა უნდილაშვილის შვილმა, ნიკა უნდილაშვილმა 300 000 ლარის ღირებულების ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად;
    9. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და მისმა შვილმა 248 000 ლარის ჯამური ღირებულების 5 უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად. საჩუქრების გამცემები და, დედა და შვილი არიან;
    10. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ესებუამ 247 199 ლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.

    ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები — 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. შსს-ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.

    „უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არარსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

    2025 წლის იანვარ-აგვისტოში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 5000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More