HomeსიახლეებიStarbucks სომხეთში ქსელის გახსნას განიხილავს

Starbucks სომხეთში ქსელის გახსნას განიხილავს

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი 8 ოქტომბერს Starbucks–Alshaya Group Eurasia-ის ვიცე-პრეზიდენტ ფიგენ ილგაზის და უძრავი ქონების დირექტორს ,ხანზადე
56ea0yd6zzfs075jpte0k596ehawijs8-e1760012582865

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი 8 ოქტომბერს Starbucks–Alshaya Group Eurasia-ის ვიცე-პრეზიდენტ ფიგენ ილგაზის და უძრავი ქონების დირექტორს ,ხანზადე კუგს შეხვდა, რათა განეხილათ Starbucks-ის სომხეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები.

Table of Contents

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანუშიკ ავეტიანი და Enterprise Armenia-ს აღმასრულებელი დირექტორი გოარ აბაჯიანი.

    როგორც Armenpress ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას სტუმრებმა მოკლედ წარადგინეს Starbucks-ის მისია, აღნიშნეს, რომ ეს უდიდესი ქსელი ამჟამად წარმოდგენილია დაახლოებით 86 ქვეყანაში, აქვს 40 000-ზე მეტი ყავის სახლი და დაინტერესებულია რეგიონში საქმიანობის გაფართოებით.

    შემდგომში მხარეებმა განიხილეს სომხეთის ყავის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის არსებული პოტენციალი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები, ყავის მოხმარების ბაზრის თავისებურებები და მისი ზრდის ტენდენციები.

    გევორგ პაპოიანის განცხადებით: „მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თქვენს ვიზიტს ჩვენ ამ მიმართულებით მრავლისმომცველ ნაბიჯად ვაფასებთ. სომხეთი სთავაზობს სტაბილურ, ღია და რეფორმებზე ორიენტირებულ ბიზნესგარემოს, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდა და მაღალგანათლებულ კადრებზე, ტურიზმის მუდმივ ზრდაზე და დინამიკურად განვითარებულ, კონკურენტუნარიან სამომხმარებლო ბაზარზე.“

    შეხვედრის ბოლოს მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა კომპანიის წარმომადგენლობის მხარდაჭერისთვის სომხეთის ბაზარზე და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდაში.

    No Comments

    Latest Posts

    Latest

    More
    More